ზურაბ ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან
- GR Cabinet
- 7 days ago
- 1 min read
კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლის და პოლიტპატიმრის ზურაბ ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან:
,,წერილი ჩემს ძვირფას მეგობრებს, მებრძოლებს და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს''.
,,მოგესალმებით ჩემო ძირფასებო, ჩემთვის დიდი პატივია სამშობლოსთვის საპატიმროში ყოფნა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უნდა განახლდეს მთელი ძალით და მასშტაბურობით, მხოლოდ ეროვნული მსოფხედველობის ადამიანებს და ეროვნულ მოძრაობას შეუძლია ჩვენი სანუკვარი სამშობლოს გადარჩენა, ჩენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
დღეს უკომპრომისო და თავგანწირული ბრძოლა არის მხოლოდ გამოსავალი, არ ვეგუებით და დაუმორჩლებლობას ვუცხადებთ უსამართლო და სადამსჯელო კანონებს, რასაც ყოველდღიურად იღებს უკანონო და არალეგიტიმური რუსული ოცნების რეჟიმი.
ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, სამშბლოსათვის ბრძოლა წმინდა ბრძოლაა და ვინც ამ ბრძოლაში თავდადებას გამოავლენს, ყველას დააფასებს ერის ისტორია.
სამშობლოსათვის ამ გადამწყვეტ ბძოლაში სამართალი და ღმერთი ჩვენთან არის და როგორც სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე იტყოდა ,,თუ ღმერთი ჩენთან არის მაშ ვინღაა ჩვენ წინააღმდეგ''.
მოგიწოდებთ ყველას ყოველდღიურად გამოხვიდეთ რუსთაველზე ათობით ათასი და გადავკეტოთ რუსთაველის პროსპექტი, ვიდრე არ იქნებიან თავისუფლებაში სინდისის პატიმრები და ვიდრე ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად არ დაუბრუნდება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლას.
,,ვიბრძვით და ვკვდებით, რომ იცოცხლოს საქართველომ''.
ცეცხლი ოლიგარქიას!!!
ბრძოლა გამარჯვებამდე!!!
პატივისცემით,
ზურაბ ცეცხლაძე
რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორი
27.10.2025 წ.''


.png)




Comments