top of page
Search

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა  საბჭომ  საპარლამენტო  არჩევნები დანიშნა!

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა  საბჭომ  საპარლამენტო  არჩევნები დანიშნა!

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 2025 წლის 15 ნოემბრის

დადგენილება:


საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი  საბჭოს მიერ  საპარლამენტო  არჩევნების დანიშვნის შესახებ


2024-2025 წლებში საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული გაყალბებული საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებისაგან არაღიარებით გამოწვეული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისისა და ქვეყანაში არსებული სახელისუფლებო ვაკუუმის დასაძლევად, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციით აღიარებული  პრინციპების, საქართველოს რესპუბლიკის  გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის  86-ე მუხლის და  104-ე მუხლის  27-ე პუნქტით  დადგენილი უფლებამოსილების  საფუძველზე  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი  საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2026 წლის 9 აპრილს.

2. საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების  უზრუნველსაყოფად საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტების მიზნით დაიწყოს კონსულტაციები ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრთან.

3. მოვუწოდებთ საერთაშორისო  თანამეგობრობის დემოკრატიულ ქვეყნებს, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებას საყოველთაო  დემოკრატიული, თანასწორი და ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების  საერთაშორისოდ გათვალისწინებული სტანდარტებით ჩატარებაში.

 
 
 

Comments


Georgian unity 1
 

  • republicge@gmail.com
  • Facebook
  • X
bottom of page