იჩქერიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ ზაკაევის შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან
- GR Cabinet
- 2 days ago
- 1 min read
უკრაინის დედაქალაქ კიევში, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის გენერალურ წარმომადგენლობაში გაიმართა იჩქერიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ ზაკაევის შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დე იურე თავდაცვის მინისტრ ლადო გამსახურდიასთან და უშიშროების საბჭოს მდივან, ბატონ მიხაილ ბატურინთან.
ოფიციალური შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერების საკითხები და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საერთო მიდგომების შემუშავების აუცილებლობას.
აღინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის მოღვაწეობის ისტორიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. სწორედ მათ გააცნობიერეს პირველებმა კავკასიური კავშირისა და რეგიონის თავისუფალი ხალხების თანამშრომლობის აუცილებლობა საერთო უსაფრთხოებისა და რუსეთის გავლენისგან დამოუკიდებლობის მიზნით.
მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტების იდეები, კავკასიის ერთიანობისა და ხალხების ურთიერთმხარდაჭერის შესახებ, დღესაც აქტუალურია.


.png)




Comments