საერთაშორისო კონფერენციაზე კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს
- GR Cabinet
- Nov 2
- 1 min read
Updated: Nov 3
დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში, ვერხოვნი რადის ინიციატივით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მთავარი თემა იყო "ჩრდილოეთ კავკასია, როგორც ევროპის უსაფრთხოების საზღვარი".
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის დე იურე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ლადო გამსახურდია და უშიშროების საბჭოს მდივანი, ბატონი მიხეილ ბატურინი. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ბატონი ლადო გამსახურდია.
საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების ოფიციალური პირების მხრიდან კონსტრუქციული საუბარი შედგა: პრეზიდენტ ვ. ზელენსკის მრჩეველთან, ბატონ მ. პოდოლიაკთან, უკრაინის ვერხოვნი რადის დეპუტატებთან (მმართველი პარტიიდან), ევროპარლამენტის წევრთან, ქალბატონ ანა ფოტიგასთან, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან, საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონ ლაურა ლინდერმანთან, რომელიც ასევე აშშ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის პროგრამის დირექტორია.
საუბრებში ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში საქართველოს რესპუბლიკის დე იურე ხელისუფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრების აუცილებლობას და საქართველოს რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.







.png)




Comments